დერმატო - კოსმეტოლოგია

დერმატო - კოსმეტოლოგია

ტუჩის აუგმენტაცია ფილერებით

ტუჩის აუგმენტაცია ფილერებით

ფილერები - მაღალი ხარისხის ჰიალურონის მჟავის პრეპარატები

ფილერი არის ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დამზადებული შემავსებელი გელი.

ჰიალურონის მჟავა არის კანის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც განაპირობებს კანის ტენიანობას და ელასტიურობას,რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და გვერდით მოვლენებს, მისი მოქმედების ეფექტი გრძელდება ქსოვილში პრეპარატის კონცენტრაციიდან და გელის სიბლანტიდან გამომდინარე 6 თვიდან 2 წლამდე.

ფილერის ინექცია სახის გარკვეუულ ზონაზე გაოიყენება:

ტუჩის მოცულობის გაზრდისთვის 

ნაოჭების გასასწორებლად -სახის მოდელირებისთვის

ღრმა ღარების ამოსავსებლად - ცხვირტუჩის ნაოჭი ან მრისხანების ნაოჭი

ნიკაპის კორექციისთვის

ყვრიმალების კორექციისთვის

პროცედურას არ გააჩნია უკუჩვენება 


კონსულტაციაზე ჩაწერა
უსისხლო რინოპლასტიკა

უსისხლო რინოპლასტიკა

ზუსტად 5 წუთში მიიღე ცხვირის სასურველი ფორმა !
ადამიანები, რომელთაც სურთ ცხვირის კორექცია,  ხშირად ვერ ბედავენ ოპერაციის გაკეთებას. თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში  შეიქმნა მეთოდი „უსისხლო რინოპლასტიკა“. 

კორექციისათვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავის პრეპარატები - ფილერები .
რომლის  შედეგად ხდება :
კეხის გასწორება
ცხვირის დათხელება
წვერის აწევა 
პოსტ ოპერაციული ტრამვების გამოსწორება

პროცედურას არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება, არ საჭიროებს რეაბილიტაციას , შედეგი არის მომენტალური და ეფექტი ნარჩუნდება 3 წლამდე

მოგვმართეთ ! თქვენზე პროფესიონალები იზრუნებენ

კონსულტაციაზე ჩაწერა
ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაციის პროცედურა  როგორც  კანის გამაახალგაზრდავებელი მეთოდი!!! 

ბიორევიტალიზაციის დროს ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიოპრეპარატის შეყვანა (ჰიალურონის მჟავა+ ვიტამინების კომპლექსი) კანის ეპიდერმისის შუაშრეში.   ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებით (უძილობა, გადაღლილობა, ულტრაიისფერი სხივები) ჰიალურონის რაოდენობა მცირდება ორგანიზმში, რის შედეგადაც თქვენი კანი არც თუ ისე კარგად  გამოიყურება: იგი ფერმკრთალი და მოშვებულია, ჩნდება შავი წრეები თვალების ირგვლივ, კანის ელასტიურობა და ტონუსი მცირდება, იკვეთება ნაოჭები. 

30 წლამდე ადამიანის კანის უჯრედებში, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, მეტ-ნაკლებად, სტაბილურია. 30 წელს ზემოთ, იწყება ჰიალურონის რაოდენობის კლება. ასეთ დროს, ბიორევიტალიზაცია ყველაზე კარგი საშუალებაა.

ბიორევიტალიზაცია კანის ნებისმიერ იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. როგორც წესი, ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი.

ბიორევიტალიზაციის შედეგად მიიღწევა:
კანის ღრმა დატენიანება
კანის ელასტიურობის აღდგენა
ლიფტინგი
წვრილი ნაოჭების გაქრობა
კანის სტრუქტურის გაუმჯობესებ-გაახალგაზრდავება

კურსი 3-5 პროცედურისგან შედგება , წელიწადში ერთხელ



კონსულტაციაზე ჩაწერა
ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი-ჭარბი ოფლიანობა

  ჭარბი ოფლიანობა იგივე ჰიპერჰიდროზი რთული პრობლემაა რომელსაც თან ახლავს:
  მუდმივად სველი ხელები, დასველებული პერანგი, სიწითლე სახეზე და  კიდევ უამრავი სხვა უსიამოვნო და უხერხული სიმპტომი . 

ოფლის წარმოქმნა, პერსპირაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია,თუმცა ხშირ შემთხვევაში პრობლემა უფრო მაშტაბური ხდება და საქმე გვაქვს ჭარბ ოფლიანობასთან რომლის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს .

ლოკალური ჰიპერჰიდროზი პირველადია - იდიოპათიურად, სრულიად უმიზეზოდ უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს. წესისამებრ, ვლინდება ბავშვობაში ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უმეტესად - იღლიის ქვეშა მიდამოში და ვარაუდობენ, რომ ხშირად გენეტიკური განწყობით არის პირობადებული. შედარებით იშვიათია ტერფების, ხელის გულებისა და სახის მიდამოს ჰიპერჰიდროზი. ხშირად ეს ლოკალიზაციები მონაცვლეობს.

ეს დაავადება მხოლოდ მომატებული ტენიანობით და ოფლის უსიამოვნო სუნით არ შემოიფარგლება. ჰიპერჰიდროზის დროს ადამიანი უფრო მეტადაა დაუცველი გაციებისა და ჩირქოვანი გამონაყარებისგან

ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მარტივად მოგვარებას-  ბოტულინო თერაპიით

იღლიებში, ფეხის და ხელის გულებზე ოფლდენის შესამცირებლად გამოიყენება პრეპარატები ბოტოქსი/დისპორტი;

პროცედურა არის 5 წუთიანი
უმტკივნეულო
ეფექტი 6-8 თვე 

კონსულტაციაზე ჩაწერა
ბოტოქსი /დისპორტი

ბოტოქსი /დისპორტი

 დღეს უკვე შესაძლებელობა გაქვთ ბოტოქსი/დისპორტის მეშვეობით  არა მარტო თავი დააღწიოთ არასასურველი ნაოჭების წარმოქმნას, არამედ  გაიქროთ არსებულიც.

ბოტულინტოქსინი აღიარებულია უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატად, ასაკობრივი ნაოჭების საწინააღმდეგოდ. აგრეთვე სიცილის, გაბრაზების და სხვა მიმიკის შედეგად წარმოქმნილ წვრილი ნაოჭებზეც.

პრეპარატის შეყვანა ხდება ინექციური მეთოდით, კანქვეშ, ყველაზე პრობლემურ ზონებში:
თვალისირგვლივ, წარბებს შორის, შუბლის არეში და სხვა მიმიკურად აქტიურ ზონებში.
პრეპარატი მოქმედებს უშუალოდ კუნთზე და ახდენს მის დეაქტივაციას,  მოქმედებას იწყებს ორი დღის შემდეგ, მაქსიმალურ ეფექტს კი ერთ კვირაში აღწევს და საშულალოდ 6-8 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.  პრეპარატი ეფექტურია ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) და შაკიკის სამკურნალოდაც .

პროცედურა 15 წთ-ის განმავლობაში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.პაციენტს შეუძლია პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

კონსულტაციაზე ჩაწერა
პლაზმალიფტინგი

პლაზმალიფტინგი

პლაზმა თერაპია (პლაზმალიფტინგი) გამოიყენება კანის სხვადასხვა პრობლემის დროს:

კანის დასატენიანებლად
წვრილი ნაოჭების გასაქრობად
პრობლემური კანის სამკურნალოდ ( მშრალი ან ცხიმიანი)
თმის ცვენის დროს

პლაზმა მიიღება ცენტრიფუგაში დამუშავებული სისხლის მეშვეობით , რის შედეგადაც ხდება:


კანის რეგენერაცია, გამკვრივება, დატენიანება და გაახალგაზრდავება

თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა ხდება დაზიანების კერაში, რაც იწვევს რეგენერაციული პროცესების დაჩქარებას, მიკროცირკულაციის  გაძლიერებას

ასევე პლაზმა თერაპია ეხმარება მათ ვისაც აწუხებთ თავის კანის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები, კურნავს სებორეას და აქრობს ანთებით პროცესებს.

კურსი შედგება 2-4 პროცედუირისგან და ტარდება წელიწადში ერთხელ




კონსულტაციაზე ჩაწერა
მეზოთერაპია

მეზოთერაპია

ახალგაზრდობის შენარჩუნების  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია მეზოთერაპია

მეზოთერაპია კეთდება სახისა და სხეულის პრობლემურ ზონებზე ,სადაც ესთეტიკური ნაკლოვანებები შეინიშნება - არა მარტო ნაოჭები , არამედ კუპეროზი, აკნე, დერმატოზი, ნაწიბური, თმისცვენა, ლოკალური ცხიმგროვები და სხვა.

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის თავდაცვითი ძალები ვეღარ ახერხებს კანისა და სხეულის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. მეზოთერაპიის არსი სწორედ ის არის, რომ ქსოვილებსა და უჯრედებს მიაწოდოს ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერებები.

მეზოთერაპიის პროცედურის შემდეგ:

·  უმჯობესდება სისხლისმიმოქცევა;

·  ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა;

·  იკვებება უჯრედები და აღდგება მათი რეგენერაციის უნარი, რაც, თავისმხრივ, აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და იერსახეს.


მეზოთერაპიული კოქტეილის შემადგენლობაში მიკროდოზებით შეიძლება შედიოდეს შემდეგი პრეპარატები:

·  L-კარნიტინი;

·  ემბრიობლასტი;

·  ვიტამინები;

·  პლაცენტა;

·  ჰიალურონის მჟავა;

·  მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც აგვარებს პრაქტიკულად ყველა პრობლემას 

   კურსი 3-5 პროცედურისგან შედგება , წელიწადში ერთხელ

კონსულტაციაზე ჩაწერა
ქიმიური პილინგი

ქიმიური პილინგი

პილინგი

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით მიზნად ისახავს კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას. მკვდარი უჯრედების ქვეშ ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედებია განლაგებული. 

პილინგი აძლიერებს ბაზალური (კანის ღრმად მდებარე) შრის უჯრედების გაყოფას, ხდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი და ახალი კანის რეგენერაცია,შედეგად კანი ხდება რბილი, ნაზი და ერთგვაროვანი,პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კანი  ახალგაზრდა და ჯანმრთელ შეფერილობას იღებს. პილინგის მეშვეობით ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს, თმის ჩაბრუნებას მამაკაცებში  და სხვა. არსებობს პილინგის რამდენიმე მეთოდი: ქიმიური, მექანიკური, ლაზერული და სხვ. პილინგის ყოველგვარი სახეობა ამცირებს რქოვანა შრის სისქეს, აცილებს კანს მცირე კომედონებს, ამცირებს ფორებს, არბილებს კანს.

ქიმიური პილინგი-გამაახალგაზრდავებელი კოსმეტოლოგიური პროცედურაა,კანის ზედაპირულ, საშუალოდ ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ ექსფოლიაციას, ანუ აქერცვლას. პილინგის მეშვეობით ხდება კანის რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის გაშვება, რის შედეგადაც ვღებულობთ კანის განახლებასა და გაახალგაზრდავებას.

კურსი 3-5 პროცედურისგან შედგება , წელიწადში ერთხელ

კონსულტაციაზე ჩაწერა
სახის კანის მრავალფუნქციური ღრმა წმენდა

სახის კანის მრავალფუნქციური ღრმა წმენდა

სახის კანის მრავალფუნქციური ღრმა წმენდა - SPEQTRA XT
რის შედეგადაც ხდება:

  • აკნეს (ცხიმიანი კანის, გამონაყარის) მკურნალობა
  • პიგმენტური ლაქების გაქრობა
  • მელაზმას მკურნალობა
  • კანის გაახალგარზდავება, ნაოჭების გასწორება
  • ფორების შევიწროება
  • კანის ღრმა წმენდა, ლაზერული პილინგი
  • კანის ფერის გაუმჯობესება, სტრუქტურის აღდგენა                      
     კურსი 3 პროცედურიგან შედგება

კონსულტაციაზე ჩაწერა