მასაჟი

მასაჟი

პრესო თერაპია

პრესო თერაპია

პრესოთერაპია - ეს არის ქსოვილებზე შეკუმშული ჰაერით  პულსირებული, გარდამავალი და დოზირეებული ზეწოლა. აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის მიკროცირკულაციას

პროცედურა სასარგებლოა ადამიანებისთვის რომელთაც აწუხებთ:

ცელულიტი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ჭარბი ცხიმის ჩალაგება
მოდუნებული სტრიებიანი კანი
ვენური და ლიმფური მიმოქცევის უკმარისობა 
ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას  ხდის მას გლუვს და ამკვრივებს ზედაპირს

კონსულტაციაზე ჩაწერა
Star Vac-აპარატურული მასაჟი

Star Vac-აპარატურული მასაჟი

დაიბრუნეთ იდეალური ფორმები!

ცელულიტისა და ცხიმებთან ბრძოლის ფრანგული აპარატი- STARVAC ვაკუუმ ქილები და LPG 

იგი მოქმედებს რბილ და მყარ ცელულიტზე .  ახდენს ფიბროზული ცელულიტის მკურნალობას.
Star Vac- უნიკალური აპარატურული მასაჟით ხდება:
- ცელულიტის მკურნალობა
- ჭარბი წონის მოშორება
- სხეულის კორექცია
- ლიმფოდრენაჟი
- სხეულის გამკვრივება
- დუნდულების ლიფტინგი
- კავიტაცია
ასევე გთავაზობთ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ,სხვადასხვა სახის მასაჟებს-ტრადიციული ხელის( სამედიცინო),მანუალური,ანტიცელულიტური,რელაქსაციური, მასაჟი შეფუთვით( ბიოლაინის პროდუქციით) ტალასო (ტალახით) პროცედურებს, შოკოლადის და თიხის მასაჟს .

კონსულტაციაზე ჩაწერა
კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი

კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი

მანუალური ანტიცელულიტური მასაჟი ხელს უწყობს კანში ლიპიდების, ცელულიტის გაქრობას ქირურგიული მეთოდების გამოყენების გარეშე.  

ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ საშუალოდ 10-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.

ანტიცელულიტური მასაჟი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რაც უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას. ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ადგილობრივ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებულიც ხიმის, შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.

ანტიცელულიტური მასაჟი შესაძლებელია გაკეთდეს ანტიცელულიტური შეფუთვებითაც: ჩვენს კლინიკაში პროცედურები კეთდება „BIOLINE  JATO“-ს პროდუქციით

კონსულტაციაზე ჩაწერა
კლასიკური სარელაქსაციო მასაჟი

კლასიკური სარელაქსაციო მასაჟი

სარეალაქსაციო მასაჟი ადუნებს კუნთებს და ატონიზირებს, უმჯობედება კანის კვება და ტურგორი. სტიმულირდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, შედეგად ორგანიზმში რეგენერაციული პროცესები აქტიურდება. სარეალაქსაციო მასაჟი არის  ზოგადგამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკურ-სამკურნალო პროცედურა. ამაღლებს იმუნიტეტს, ხსნის დაძაბულობას და სტრესს. 

კონსულტაციაზე ჩაწერა
ანტისტრესული მასაჟი

ანტისტრესული მასაჟი

სტრესის მოხსნისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა ანტისტრესული მასაჟი. ეს პროცედურა  მოიცავს თავისა და კისრის ზონის მასაჟს, მოქმედებს პაციენტის საერთო განწყობასა და სისხლის მიმოქცევაზე. უმჯობესდება თავის ტვინისკვება, ჟანგბადის მოხმარება ორგანიზმის მიერ, იხსნება დაძაბულობა ,პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ზურგსა და სხეულის სხვანაწილებში, რაც აქტიურად ეხმარება გადაღლილობის მოხსნას და გონებრივი შესაძლებლობების აღდგენას

კონსულტაციაზე ჩაწერა
სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება. არსებობს როგორც საერთო, ისე ლოკალური ხასიათის მასაჟი. სამკურნალო მასაჟის ჩატარებისას ხუთი ძირითადი ხერხი გამოიყენება: ხელის პერიოდული გადასმა, დაჭიმვა, დაზელვა, დარბილება და ვიბრაცია, აგრეთვე სხვადასხვა მოძრაობები.სამკურნალო-სარეაბილიტაციო მასაჟი, გამოიყენება ფუნქციური ხასიათის მკურნალობისთვის, სპორტსმენის ფიზიკური შრომის უნარიანობის აღსადგენად, ხანგრძლივი შესვენების ან პოსტოპერაციულ პერიოდში 

კონსულტაციაზე ჩაწერა